www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტი VTB Generation
მომწოდებელი: ვითიბი ბანკი
გამოქვეყნდა: 7 თებერვალი / განცხადების ვადა: 1 მარტი

ვითიბი ბანკი ჯორჯია აცხადებს VTB Generation- ის პროექტისთვის მონაწილეების შესარჩევ კონკურსს.

პროექტის მიზანია - საბანკო სფეროში დასაქმებით დაინტერესებული ახალგაზრდების მომზადება ბანკის საწყისი პროფესიული პოზიციებისათვის.

კონკურსის წესით შერჩეული წარმატებული კანდიდატები გაივლიან სამთვიან ინტენსიურ სასწავლო კურსს ვითიბი ბანკის ტრენინგ-ცენტრში და შემდგომ სამუშაო პრაქტიკას ბანკის ფილიალებში.

წარმატებული მონაწილეები დასაქმდებიან ვითიბი ბანკის თბილისის ფილიალებში სხვადასხვა პოზიციაზე საოპერაციო და საცალო დაკრედიტების მიმართულებით.

პროექტის ფარგლებში თქვენ შეისწავლით:

** ბანკის საკვანძო განყოფილებებისა და ფილიალების საქმიანობის სპეციფიკას
** საკრედიტო ექსპერტის და ანგარიშების მენეჯერის საქმიანობას
** ბანკის საოპერაციო და საკრედიტო პროდუქტებს
** საბანკო პროგრამებს
** ხარისხიანი მომსახურების სტანდარტებს
** გამოიმუშავებთ გაყიდვების და კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს
** გაიღრმავებთ ეფექტური პრეზენტაციის უნარებს

VTB Generation-ის კარი ღიაა თქვენთვის თუ:

** გინდათ საბანკო სფეროში კარიერული განვითარება
** გსურთ იყოთ ძლიერი საერთაშორისო ფინანსური გუნდის წევრი
** ორიენტირებული ხართ სწავლაზე და განვითარებაზე
** მოგწონთ ადამიანებთან ურთიერთობა
** ხართ შრომისმოყვარე, მეგობრული და მხარდამჭერი
** ხართ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული
** სამომხმარებლო დონეზე ფლობთ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს
** ფლობთ რუსულ და ინგლისურ ენებს

შერჩევის ეტაპები:

** ტესტირება (მათემატიკა, ლოგიკა)
** ჯგუფური გასაუბრება (case interview)
** ინდივიდუალური გასაუბრება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე vtbgeneration@vtb.ge

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 1 მარტი

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |