www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Silver 39 Boutique Hotel
გამოქვეყნდა: 7 თებერვალი / განცხადების ვადა: 7 მარტი

ვერცხლის ქუჩაზე მდებარე, 21 ნომრიანი სასტუმრო, ტერასით და ძველი თბილისის შესანიშნავი ხედებით, "Silver 39 Boutique Hotel" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (6 დღე მუშაობა, 1 დღე დასვენება)
ანაზღაურება: 700 ლარი.

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ თანამშრომელს

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა;
** მენიუს შეთავაზება, არსებული სასმელების შესახებ ინფორმირება;
** ბარის სათანადოდ მომზადება;
** ბარის სისუფთავეზე ზრუნვა;
** დარწმუნდეს, რომ შეკვეთები შეყვანილია სისტემაში, ანგარიშები გადახდილია ან/და დარიცხულია სტუმრის ანგარიშზე;
** ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
** სტუმრებთან კომუნიკაცია და მათ კმაყოფილებაზე ზრუნვა.

მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** გამართული მეტყველება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hotel@silver39.ge და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |