www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფურგონის ოპერატორ​ი/მძღოლი
მომწოდებელი: Scroll
გამოქვეყნდა: 7 თებერვალი / განცხადების ვადა: 7 მარტი

კომპანია "Scroll" აცხადებს ვაკანსიას ფურგონის ოპერატორ​ის/მძღოლის პოზიციაზე თბილისში.

მოთხოვნები:

** მოწესრიგებული, პუნქტუალური და პასუხისმგებლიანი;
** თბილისის/ბათუმის უბნებისა და ქუჩების უბადლო მცოდნე;
** B კატეგორიის მართვის მოწმობით, C კატეგორია ჩაითვლება უპირატესობად;
** მძღოლად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილებით ფურგონზე ან მსუბუქ ავტომობილზე;
** ჯანსაღი ფიზიკური შესაძლებლობებით, რომელსაც შეეძლება 17 კგ-იანი ათეულობით სკუტერის რეგულარულად დატვირთვა და ჩამოტვირთვა ფურგონიდან პარტნიორთან ერთად;
** უნდა ერკვეოდეს და მარტივად მოიხმარდეს ახალი თაობის მობილურებს და აპლიკაციებს, კონკრეტულად კი რუქებს (მაგალითად google maps ან apple maps)
** დღის ცვლასთან ერთად უნდა შეეძლოს ღამის ცვლაში მუშაობა;

რა უნდა გააკეთოთ?

** თბილისის ან ბათუმის უბნებში და მის ქუჩებში ელ.სკუტერების დისტრიბუცია, შემდგომ შეკრება, ფურგონში დატვირთვა და საწყობში დაბრუნება;
** ფურგონის გამართულად მართვა, სკუტერების ფურგონში დატვირთვა/გადმოტვირთვა;
** საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული ელ.სკუტერების საწყობში დაბრუნება შესაკეთებლად;
** გუნდის ზედამხედველებისგან კონსულტაციის თუ მითითების დროული შესრულება და განხორციელება;
** მობილური აპლიკაციით და ვიზუალური დათვალიერებით სკუტერების შემოწმება;

იცოდე, რომ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და ინოვაციურ პროექტზე, ამიტომ გახდები იმ ცვლილების ნაწილიც, რომელიც საქართველოს ქალაქებს უკეთესობისკენ შეცვლის.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელ-ფოსტაზე: jobs@scroll.eco



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |