www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება - აუდიტორული და მარწმუნებელი დეპარტამენტი
მომწოდებელი: ეიჯი ინთერნეიშენალ კონსალთინგი
გამოქვეყნდა: 7 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "ეიჯი ინთერნეიშენელ კონსალთინგი", (http://www.agconsulting.ge) წარმოადგენს საერთაშორისო ასოციაცია Prime Global-ის წევრს საქართველოში, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ასოციაციების სამეულში შედის და გააჩნია წარმომადგენლობა 90-ზე მეტ ქვეყანაში (http://www.primeglobal.net)

გამოცხადებული კონკურსი: სტაჟირება აუდიტორული და მარწმუნებელი მომსახურებების დეპარტამენტში
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
სტაჟირების ანაზღაურება: 150 ლარი
სამუშაო გრაფიკი: 09.30-დან 18.30-მდე (შაბათ-კვირის გარდა)
წარმატებით სტაჟირების გავლის შემდგომ დასაქმების პერსპექტივა

რას მიიღებთ სტაჟირების კურსის გავლის შემდგომ:

** საბაზისო აუდიტორული პროცედურების ცოდნა
** პირველადი დოკუმენტაციის სახეობების შესწავლა
** ფინანსური რეპორტინგის საფუძვლები
** შიდა ტრეინინგები ფინანსურ და საბუღალტრო პროცესებში
** პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა სფეროს კომპანიებთან

მოთხოვნები:

** განათლება: საშუალო-სპეციალური საბუღალტრო-ეკონომიკური და/ან საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით
** კომპიუტერული პროგრამების (Office, Excel) ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია), რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** გამორჩეული კომუნიკაციის უნარი
** კრეატიული, აქტიური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე
** ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული
** პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები

შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული
მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@agconsulting.ge 2020 წლის 28 თებერვლამდე და ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოთ "სტაჟირება აუდიტში".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |