www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 10 მარტი

შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას კომერციის დეპარტამენტის
გაყიდვების სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბილინგის სისტემის გაუმჯობესებაზე მუდმივი მუშაობა;
** სერვის-ცენტრებიდან ანგარიშების მიღება, ანალიზი და საჭიროებისამებრ ცვლილებების ინიცირება;
** მომხმარებლებისათვის თანხის სწორად და დროულად დარიცხვის, ბაზების სრულყოფისა და მათთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია;
** სერვის-ცენტრების ოპერატორების კოორდინაცია და კონტროლი;
** დებიტორების დავალიანების კონტროლი და კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო რეაგირება;
** ბილინგში არსებული მონაცემების დამუშავება, შეცდომების აღმოჩენა და კორექტირება;
** კომერციული სახის ანალიზების მომზადება;
** ტექნიკური ინფორმაციის და ბიზნეს-პროცესების ანალიზი;
** ბიუჯეტის მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ინსტრუქციების შემუშავებაში მონაწილეობა;
** ხელმძღვანელობისათვის, მოთხოვნისამებრ, სხვადასხვა სახის ანალიტიკური და მმართველობითი ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, საოპერაციო მართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** ანალიტიკური მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** დიდი ზომის მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა; კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; რუსული და ინგლისური ენების ცოდნა - სასურველია.

სხვა მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** სისხარტე მუშაობაში;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:00სთ-18:00სთ;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
** ანაზღაურება: 1, 280 ლარი (ხელზე).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "Senior Specialist - Sales".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |