www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საოპერაციო მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ევექსის კლინიკები
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 24 თებერვალი

"ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს საოპერაციო დეპარტამენტის უფროსის ვაკანსიას თბილისში.

"ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი, ლუბლიანას 21
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკაში სამედიცინო, სამეურნეო, ტექნიკური, საკანცელარიო და სხვა სახის შესყიდვების მოთხოვნის ანალიზი, არსებული ხარჯვის აღრიცხვა და ანგარიშგება დადგენილ ვადებში;
** კლინიკაში არსებული მარაგების (როგორც სამედიცინო, ისე სამეურნეო, ტექნიკური, საკანცელარიო და სხვა) აღრიცხვისა და განაწილების კონტროლი;
** კლინიკაში პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება და მონიტორინგი;
** საოპერაციო პროცესების მუდმივ გაუმჯობესებასა და დახვეწაზე ზრუნვა, ხარჯთეფექტურობის ზრდა ნებისმიერი საოპერაციო მიმართულებით და ამ მხრივ ახალი იდეებისა და პროექტების გენერირება;
** კრიზისული სიტუაციების მართვა, მოსალოდნელი გართულებებისა და არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება, დროული რეაგირება, შესაბამისი კომუნიკაცია და აღმოფხვრა;
** ურგენტულ სიტუაციებში ადგილობრივი შესყიდვების განხორციელება კომპანიაში დადგენილი წესის მიხედვით;
** კლინიკის საოპერაციო ხელშეკრულებების პირობების შესრულების მართვა და მონიტორინგი;
** კლინიკაში საოპერაციო მიმართულებით მომუშავე პერსონალის მართვა;
** რეპორტინგის წარმოება ქსელის რეგიონის საოპერაციო დირექტორთან და სათავოს საოპერაციო რგოლთან;
** სფეროში არსებული სიახლეების, ტრენდების მეთვალყურეობა და ქსელში დანერგვის უზრუნველყოფა;
** უშუალო უფროსისა და კოორდინატორის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების, ან მენეჯმენტის მიმართულებით;
** შესყიდვების, ლოჯისტიკის და/ან ტექნიკური საკითხების მართვის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აღნიშნული მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** პრიორიტეტულია სამედიცინო დაწესებულებაში, ან ფინანსურ ინსტიტუციაში მუშაობის გამოცდილება.
** შესყიდვებისა და ლოჯისტიკის პროცესების ზედმიწევნითი ცოდნა;
** MS Office - ის პროგრამების ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საბაზისო ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 24 თებერვალი, 2020

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/saoperacio-departamentis-ufrosi/410

"ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდადტი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე.

ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე PDP_Officer@evex.ge და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |