www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონკურსი მოხალისეების შესარჩევად
მომწოდებელი: სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 29 თებერვალი

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამა ეძებს მოხალისეებს პროგრამის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა საქმიანობაში დასახმარებლად.

ვიწვევთ ყველას, ვინც თვლის, რომ აქვს შესაბამისი, ცოდნა, გამოცდილება, ანდა უნარ-ჩვევები, რათა თავისი წვლილი შეიტანოს პროგრამის განხორციელებასა და განვითარებაში.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ თავად შემოგვთავაზონ, თუ რით შეუძლიათ პროგრამას დაეხმარონ.

მოხალისეების საქმიანობა არ ანაზღაურდება.

კანდიდატებმა უნდა მოგვაწოდონ:

** სამოტივაციო წერილი,
** CV.

განაცხადები უნდა გამოიგზავნოს ელფოსტის მისამართზე tamar@csrdg.ge და წერილის საგნის ველში მიუთითეთ "მოხალისე".

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 29 თებერვალი.

ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსათვის შერჩეულ კანდიდატებს.

ორგანიზაციისა და პროგრამის შესახებ:

CSRDG-ს მისიაა საქართველოში საზოგადოების კეთილდღეობისათვის, კარგი მმართველობის, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა.

მეტი ინფორმაცია CSRDG-ს შესახებ იხილეთ საიტზე csrdg.ge
CSRDG-ს მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამა მიზნად ისახავს ქვეყანაში სახელისუფლებო სტრუქტურების მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები შემდეგია:

** მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება;
** სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობისა და ბაზრის მონიტორინგი;
** საკანონმდებლო ცვლილებების ლობირება.

2011 წლიდან შეიქმნა ინტერაქციული საიტი momxmarebeli.ge, სადაც მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში ორგანიზაციის საქმიანობა შუქდება. აქ მოქალაქეებს შეუძლიათ მათთვის სასარგებლო სხვადასხვა ინფორმაცია ნახონ:

** რა უფლებები აქვს მომხმარებელს;
** რა ვალდებულებები აქვს პროდუქციის მწარმოებელსა და გამყიდველს;
** ვის, სად და როგორ უნდა მიმართოთ, თუკი თქვენი უფლებები დაირღვა.

გარდა ამისა, მომხმარებელთა მომართვების საფუძველზე, ან ჩვენივე ინიციატივით სავაჭრო ქსელიდან ვიღებთ გაფუჭებული, ან საეჭვო სურსათის ნიმუშებს, ლაბორატორიულად ვამოწმებთ, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაციას ვებსაიტზე ვაქვეყნებთ, რეაგირებისათვის მივმართავთ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და იმ მეწარმეებს, რომელთა პროდუქციაშიც დარღვევები აღმოვაჩინეთ.

2019 წლიდან რეგულარულად ლაბორატორიულად ვამოწმებთ საქართველოს ბაზარზე განთავსებულ სხვადასხვა არასასურსათო პროდუქციას, რომლის უსაფრთხოების კონტროლიც საქართველოში არ მოქმედებს. გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე ხელისუფლებისაგან მოვითხოვთ ყველა სახის სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის შემოღებას.

ჩვენ, ასევე, შემდეგ აქტივობებს ვახორციელებთ:

** იურიდიული კონსულტაციები მომხმარებლებისათვის.
** იმ სახელმწიფო უწყებების საქმიანობის მონიტორინგი, რომლებიც მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობენ.
** მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმებზე დაკვირვება.
** რეკომენდაციების შემუშავება სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობისა და კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად.
** მომხმარებლის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაში მედიის მხარდაჭერა.
** მომხმარებლის უფლებების სფეროში საქმიანობის დაწყებაში სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების დახმარება.

ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს მომხმარებლებთან ჩვენი ვებსაიტის, ფეისბუქის გვერდისა თუ ტელეფონის მეშვეობით.

მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ საიტზე http://www.momxmarebeli.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |