www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Solid Group
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 10 მარტი

ჰოლდინგური კომპანია "სოლიდ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

"სოლიდ გრუპი" - ის მთავარი მიზანია-განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა, ბაზრის მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა და ანალიზი;
** პოტენციური კლიენტების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი;
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა;
** კლიენტების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაციის წარმოება
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და რეპორტინგი.
** ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი შესრულებულ სამუშაოებზე და სამოქმედო გეგმებზე.

მოთხოვნები:

** პრიორიტეტად ჩაითვლება, განათლება სამედიცინო მიმართულებით, ან სამუშაო გამოცდილება (თუნდაც სტაჟირება)
** პრიორიტეტი მიენიჭება სტომატოლოგიურ ცენტრში სამუშაო გამოცდილებას.
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია კორპორატიული გაყიდვების კუთხით მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციოდ საჭირო დონეზე.

უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გაყიდვების უნარი
** მაღალი ემოციური ინტელექტი.
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** პროფესიული განვითარების ინტერესი.

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; 09:00 - 18:00
ხელფასი: 750 -დან 1000 - მდე (გამოცდილების მიხედვით) + საბონუსე სისტემა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@solidgroup.ge სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |