www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული ტექნიკის გაყიდვების უფროსი კონსულტანტი
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 10 მარტი

ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული ტექნიკის გაყიდვების უფროსი კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების კარგად ცოდნა;
** ZOOMMER-ის პროდუქციის პრეზენტაცია;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და მათ შორის განსხვავებების შესახებ;
** მომხმარებლების ეფექტურად და თავაზიანად მომსახურება, კომპანიაში არსებული სტანდარტების გათვალისწინებით;
** გაყიდვის პროცესთან დაკავშირებული ფორმალური საკითხების ორგანიზება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ციფრული ტექნიკის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** გამართული კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი ქართულ ენაზე;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულსა და მომსახურების ხარისხის ტრენინგებს;
** ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე vacancy@zoommer.ge და გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ციფრული ტექნიკის გაყიდვების უფროსი კონსულტანტი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |