www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 21 თებერვალი

სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის - "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება და მონიტორინგი;
** როლების, მომხმარებლებისა და უფლებების განაწილება მოთხოვნის შესაბამისად;
** მონაცემთა ბაზების სარეზერვო კოპირების უზრუნველყოფა და მათი აღდგენა აუცილებლობის შემთხვევაში;
** მონაცემთა ბაზაში შეცდომების აღმოჩენა და უზუსტობების აღმოფხვრა;
** მიმდინარე და ახალი პროექტების დანერგვასა და გამართვაში მონაწილეობის მიღება;
** მონაცემთა ბაზების არქიტექტურის შედგენა, ოპტიმიზაცია და მოდიფიკაცია;
** მონაცემთა ბაზების განახლებებისა და დამატებითი მოდულების ინსტალაცია/გამართვა.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
** მონაცემთა ბაზების MS SQL Server ადმინისტრირების გამოცდილება;
** მონაცემთა ბაზების მართვის სიტემის სტანდარტული ინსტრუმენტების (PL/SQL Devloper, SQL Plus, SQL Management Studio და სხვ) ცოდნა;
** SQL, PL/SQL და T-SQL-ის ცოდნა;
** თანამედროვე სტანდარტულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის გამოცდილება;
** HP-UX, Windows, Linux ოპერაციული სისტემების ზოგადი ცოდნა.

გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2020 წლის 21 თებერვალი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტესტირებისა და გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |