www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 10 მარტი

შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას კომერციის დეპარტამენტში
გაყიდვების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბილინგის სისტემის დანერგვასა და გაუმჯობესებაზე მუდმივი მუშაობა;
** ინსტრუქციების შემუშავება;
** ყოველწლიური გაყიდვების გეგმის შედგენა და მისი შესრულებისათვის საჭირო ქმედებების განსაზღვრა;
** არსებული და პოტენციური მომხმარებლის შესწავლა და სეგმენტირება;
** დაგეგმილი გაყიდვების მოცულობის შესრულების კონტროლი და ხელშეწყობა;
** კომერციული საქმიანობის ანალიზების მომზადება და რეპორტინგი;
** დებიტორების დავალიანების კონტროლი და კომპეტენციის ფარგლებში სათანადო რეაგირება;
** სამელიორაციო სისტემებზე არსებულ, ასევე ასაშენებელი ჰიდროელექტროსადგურების მფლობელებთან სამართლებრივი ურთიერთობის კოორდინაცია და მემორანდუმების/ ხელშეკრულებების პირობების შესრულების მონიტორინგი;
** გაწეული საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშგება;
** სამსახურის პერსონალის მართვა; სამუშაოს დაგეგმვა და განაწილება; შესრულებული სამუშაოს შეფასება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, საოპერაციო მართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება - სასურველია;
** ფინანსების სფეროში მუშაობის მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება;
** დიდი ზომის მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა; კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; რუსული და ინგლისური ენების ცოდნა - სასურველია.

სხვა მოთხოვნები:

** მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** სისხარტე მუშაობაში;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:00სთ-18:00სთ;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |