www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინსპექტორი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 10 მარტი

"საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას კომერციის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურში ინსპექტორის თანამდებობაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გეოინფორმაციული სისტემის (GIS) მეშვეობით მიწის ნაკვეთებისა და მათი მეპატრონეების დადგენა; შემდგომი მოძიება, კონტრაქტების გაფორმება;
** GPS კოორდინატების აღება და GIS ნახაზის შექმნა;
** პოტენციური კლიენტების (მათ შორის საწარმოო დანიშნულების ობიექტები) მოძიება, კომპანიის სერვისის შეთავაზება, მომსახურების გაწევაზე ხელშეკრულების გაფორმება;
** წყალმომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულების/განცხადების პირობების მონიტორინგი, ასევე გეგმიური წყალსარგებლობის პირობების დაცვის კონტროლი;
** ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ოპერატიული რეაგირება;
** წყალმომხმარებლისათვის გაწეული სამელიორაციო მომსახურების საფასურის სრულად და ** დადგენილ ვადებში ამოღების მიზნით, ოპერატიული ღონისძიებების განხორციელება;
** მორწყული მიწის ფართობის, დადგენილი წესით, აღრიცხვა-დამოწმების ორგანიზება;
ბილინგის სისტემაში მუშაობა;
** საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტების, როგორიცაა მაგისტრალურ და გამანაწილებელ არხებზე წყლის დატაცება, გამოვლენა და რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია აგრარული ან ჰიდრომელიორაციის მიმართულებით);
** GPS და GIS პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Excel ცოდნა; კომპიუტერული სხვა საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; რუსული ენის ცოდნა - სასურველია.

სხვა მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (მექანიკური გადაცემათა კოლოფის ავტომობილის "B" კატეგორია);
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);
** კონფლიქტების არიდებისა და გადაწყვეტის უნარი;
** სისხარტე მუშაობაში;
** პრინციპულობა და შეუპოვრობა მუშაობაში;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:00სთ-18:00სთ;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
** ანაზღაურება: 1, 120 ლარი (ხელზე).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge ; წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ინსპექტორი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |