www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრომოს/ანონსების/სარეკლამო რგოლების რეჟისორი
მომწოდებელი: პირველი არხი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 20 თებერვალი

"პირველი არხი" აცხადებს ვაკანსიას პრომოს/ანონსების/სარეკლამო რგოლების რეჟისორის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

** სატელევიზიო პროდუქტის შინაარსის გაცნობა და პრომოს/ანონსის სცენარის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** პროდიუსერთან ერთად გადაღების დაგეგმვა-ორგანიზება;
** ანონსის/პრომოს გადაღების სრული ციკლის მართვა;
** საპრომოციო ვიდეომასალის შესაბამისობის უზრუნველყოფა ბრენდის მახასიათებლებთან;
** პროდუქტისთვის (ანონსი/პრომო) საბოლოო სახის მიცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება რეკლამის რეჟისურის ან/და კლიპების გადაღების მიმართულებით;
** გადაღებების წარმოების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** კომპიუტერული სამონტაჟო პროგრამების სპეციფიკაციის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაო პროცესების დაგეგმვის და მართვის უნარი;
** სამუშაო ჯგუფების მართვის უნარი;
** დაგეგმილი სამუშაოების განსაზღვრულ ვადებში, მაღალი ხარისხით შესრულების უნარი;
** სცენებისა და კადრების რიგითობის დაგეგმვის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ინფორმაციის ანალიზის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი.

შერჩევის ეტაპები:

** აპლიკაციების შერჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: k.gugushvili@gpb.ge 2020 წლის 20 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |