www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Markup დეველოპერი
მომწოდებელი: ომედია
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 10 მარტი

"ომედია" ეძებს markup-დეველოპერს.

ვის ვეძებთ: Markup-დეველოპერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და იმუშავებს ძალიან საინტერესო პროექტებზე.

თუ არ ეძებ ახალ სამსახურს, მაინც შეგვეხმიანე. გავიცნოთ ერთმანეთი და, ეგებ, მომავალში ვითანამშრომლოთ.

ვინ ვართ:

** ომედია ციფრული პროდუქტების სრული ციკლის დეველოპერი კომპანიაა.
ჩვენ ვარსებობთ 2007 წლიდან.
** ჩვენი გუნდების უმეტესობა მუშაობს ექსკლუზიურ, გრძელვადიან პროექტებზე.
** ჩვენ ვმუშაობთ კლიენტებთან მრავალ ინდუსტრიაში.

რას გთავაზობთ:

** გრძელვადიან და გლობალური მასშტაბის პროექტებს.
** სამუშაო პროცესს მინიმალური სტრესით, დაგეგმილს Agile Scrum მეთოდოლოგიით.
** ანაზღაურებას გამოცდილების მიხედვით, 4000 ლარიდან თვეში.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** კომფორტულ და მშვიდ ოფისს საბურთალოზე.
** ძალიან კარგ გუნდს სამუშაოდ და ერთმანეთისგან სასწავლად.

რა დაგევალება:

** სამომხმარებლო ინტერფეისების შემუშავება ვებსაიტებისა და ვებაპლიკაციებისთვის.
** Reusable კოდის წერა და კომპონენტების ბიბლიოთეკების შექმნა.
** ინტერაქტიული და მაღალი წარმადობის ანიმაციის მქონე UI-ელემენტების შექმნა.
** დიზაინერთან, ბექ-ენდ და ფრონტ-ენდ დეველოპერების გუნდთან კოორდინაცია.

რა უნდა გაგაჩნდეს:

** HTML-სემანტიკის და CSS-ის მაღალი დონის ცოდნა.
** მრავალწლიანი გამოცდილება რთული, რესპონსიული layout-ების აწყობაში.
** გამოცდილება JavaScript DOM manipulation-ში და სხვადასხვა UI-კომპონენტების გამოყენებაში (გამოცდილება JS ფრეიმვორკებთან ჩაითვლება პლუსად).
** ცხადი კომუნიკაციის უნარები.
** გამოცდილება კოდის ვერსიათა მართვის სისტემებთან, როგორიცაა Git.

როგორ შეგვეხმიანო:

გამოგვიგზავნე CV მისამართზე welcome@omedia.dev (და წერილის სათაურში მიუთითე პოზიციის დასახელება). დამატებით, შეგიძლია გამოგვიგზავნო ნებისმიერი რამ, რაც შენს უკეთ გაცნობაში დაგვეხმარება (საჯარო პროფილები, ნამუშევრების მაგალითები, სასიყვარულო წერილები… რაც გაგიხარდება!)



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |