www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ქართული ლუდის კომპანია
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

სს ქართული ლუდის კომპანიის ლუდსახარში "ზედაზენი" აცხადებს შესყიდვების სპეციალისტის ვაკანსიას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება შესყიდვების სფეროში (მინიმუმ 1 წელი)
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები: MS Office - Word, Excel, PowerPoint, MS Outlook.

სამუშაოს აღწერა:

** ნედლეულის შესაძენად ურთიერთობის წარმოება უცხოელ და ქართველ მომწოდებელთან.
** შემოსული მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის მოძიება/შესყიდვა;
** მომწოდებლებთან შესყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკების წარმოება, კონტრაქტების გაფორმება;
** შესასყიდი ნედლეულის, პროდუქტის მსოფლიო ბაზრის ანალიზი
** მოძიება და გაანალიზება შესასყიდი პროდუქტის, ნედლეულის შესახებ არსებული და შესყიდვის ორდერთან ერთად მიღებული ინფორმაციის.
** საჭირო დოკუმენტაციის უზრუნველყოფა საბაჟო პროცედურებისთვის.
** შეძენილი ტვირთების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა კომპანიის საწყობამდე.
** შეეძლოს თავის მიერ შესრულებული სამუშაოს სრულად და ნათლად წარმოჩინება გეგმიურ რეპორტებში.
** არსებული მომწოდებლების ფასების რეგულარული რევიზია;
** ტენდერების გამოცხადება
** სხვა დავალებების შესრულება მიღებული სამსახურის უფროსისგან და კომპანიის დირექტორისგან.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი, ასევე, ზეპირი;
** გუნდური მუშაობის უნარი
** პრიორიტეტების დასახვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის კარგი უნარი;

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე Hr@geobeer.ge-ზე. მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2020 წლის 28 თებერვალი.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება შერჩევის შემდგომ ეტაპში მონაწილეობის მისაღებად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |