www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: პარტნიორი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 24 თებერვალი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და 19 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე კვების მრეწველობის მიმართულებით უცვლელი ლიდერია. ჰოლდინგი ცამეტი შვილობილი კომპანიისგან შედგება, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო და მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით, საკალმახე მეურნეობა, მწყრის ფერმა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასემელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში.

კომპანია "ნიკორა" მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის პრიორიტეტებია: მომხმარებლისათვის გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურება, მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ლინკზე: http://www.nikora.ge

სს "ნიკორა"-ს შვილობილი კომპანია - შპს "პარტნიორი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის რეალიზაციის გაზრდაზე ზრუნვა
** ახალი ობიექტების მოძიება და მფლობელებთან მოლაპარაკებების წარმოება
** ობიექტების შემოვლა, შეკვეთების მიღება და პროდუქციით დროულად მომარაგების კონტროლი
** ფუნქციურად დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა
** ვალების კონტროლი და ამოღების უზრუნველყოფა.
** პროდუქციის სწორად განლაგების და პოზიციონირების კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური და რუსული (სასაუბრო დონე)
** მართვის მოწმობა.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |