www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ჯი ენ ელ
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 11 მარტი

შპს "ჯი ენ ელ" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქციები და მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტების მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადები, ინვოისები, მიღება-ჩაბარებების აქტები) და დაარქივება;
** პირველადი დოკუმენტების საფუძველზე ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების დამუშავება-გატარება საბუღალტრო პროგრამაში ("ბალანსი");
** RS.ge-ზე ასახული მონაცემების შედარება საოპერაციო და ბუღალტრულ პროგრამასთან;
** ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
** საქართველოს საგადასახო კოდექსის ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ბუღალტრად მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@lotto.ge და წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მოვიწვევთ გასაუბრებაზე.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჯი ენ ელ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

შპს "ჯი ენ ელ" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |