www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომხმარებლებზე ზრუნვის მენეჯერი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 11 მარტი

"წარმოიდგინე, შენ ხარ მომხმარებლებზე ზრუნვის მენეჯერი - ე.ი სუპერმარკეტში ყველაზე საჭირო ადამიანი.

** მაღაზიაში შემოსულ ადამიანებს ახვედრებ პროდუქციით სავსე თაროს;
** ეხმარები მათთვის სასურველი პროდუქციის პოვნაში;
** ამოწმებ პროდუქციის ხარისხის, ვადას, ფასმაჩვენებლებს. შენ ხომ მომხმარებლებზე ზრუნვის მენეჯერი ხარ;
** აკონტროლებ ყველაფერს სალაროსთან. კი, ნაღდ ფულსაც. დიახ, საპასუხისმგებლოა. შენ ხომ აქ მთავარი ხარ?!
** მომხმარებლებს მიმართავ "რით შემიძლია დაგეხმაროთ?" და ამით აჩვენებ, რომ ზრუნავ.

სანამ შენ ზრუნავ მომხმარებელზე, ჩვენ გვინდა შენზე ვიზრუნოთ, ამიტომ ვიფიქრეთ რა შეიძლება გჭირდებოდეს:

** კვებაზე ფიქრობ? - 50%იანი ფასდაკლება გექნება ჩვენს პროდუქციაზე;
** სწავლაში ხელი შეგეშლება და ამაზე დარდობ? - სასურველ გრაფიკს აირჩევ;
** სწავლის საფასურის გადახდაზე გეფიქრება? - ჩვენ დაგეხმარებით;
** განვითარება და კარიერული წინსვლა გინდა? - სპარი დაწინაურების უდიდეს შესაძლებლობას გაძლევს;

გამოცდილება არ გაქვს? - მერე რა, ჩვენ გასწავლით!

და ბოლოს, შეუძლებელია ადამიანს 100% ყველაფერი მოსწონდეს. ამიტომ, თუ რაიმე არ მოგეწონება, ერთად ვიმუშაოთ მის გამოსწორებაზე!

ჩვენ ვმუშაობთ პრინციპით: "ერთად უკეთესია!"

გამოგვიგზავნე შენი CV მეილზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში მიუთითე "მომხმარებელზე ზრუნვის მენეჯერი-ბათუმი" და ჩვენ მალე დაგირეკავთ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |