www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექიმი-ლაბორანტი
მომწოდებელი: რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 11 მარტი

შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" 2013 წლიდან უზრუნველყოფს 18 რაიონის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებას.

შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი-ლაბორანტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: წალკა, ბაკურიანი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო ან ბიოლოგიური მიმართულებით
** სასურველია სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი - ექიმი-ლაბორანტის პოზიციაზე;
** სავალდებულოა სახელმწიფო სერთიფიკატი ლაბორატორიულ მედიცინაში.
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, შესრულება;
** კვლევების შედეგების კლინიკური მნიშვნელობის ინტერპრეტაცია;
** კვლევებისათვის გახარჯული რეაქტივების აღრიცხვა;
** ყოველთვიური მოხსენების წარმოება შესრულებული სამუშაოს შესახებ;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული უნარები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** განყოფილებაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობის გრძნობა
** კონფიდენციალობის დაცვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV), დიპლომისა და სერთიფიკატების ასლები, ელექტრონულ მისამართზე: n.badzgaradze@rhc.ge

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ექიმი-ლაბორანტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |