www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Realtor.ge
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 11 მარტი

უძრავი ქონების კომპანია "Realtor.ge" თანამშრომლობისათვის იწვევს მოტივირებულ, მოაზროვნე, კომუნიკაბელურ და ინოვატორ ადამიანს, რომელსაც სურს, ახალ გამოწვევებს შეეჭიდოს - მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალური გვერდების (Facebook, Instagram, LinkedIn) მართვა-პოპულარიზაცია სოციალურ მედია-სივრცეში, კონტენტის შექმნა და დამუშავება;
** სხვადასხვა სოციალური კამპანიების დაგეგმვა, სტრატეგიის შემუშავება;
** მიმდინარე კამპანიების მონიტორინგი და შესაბამისი რეპორტების მომზადება;
** სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი;
** მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა და ანალიზი, ინტერაქცია (ონლაინ გამოკითხვების ჩატარება, დისკუსიების გახსნა და კომენტარების მოდერაცია);
** Google Adwords ოპტიმიზაცია;
** ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიური სიახლეების და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და მათი ეფექტური გამოყენება;

მოთხოვნები:

** სოციალური პლატფორმების (Facebook, Instagram, LinkedIn ) მართვისა და აუდიტორიის კვლევის ცოდნა;
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
** გამართული (სასურველია შემოქმედებითი) წერის უნარი;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული)
** სამოტივაციო წერილი;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გუნდურად მუშაობის უნარი;
** კრეატიულობა და ინოვაციურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შემოქმედებითი აზროვნება
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი

ანაზღაურება: 1000 ლარი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00/19:00, შაბათი 11:00/16:00.
კომპანიის ოფისის მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 66

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@makler.ge და/ან ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს: http://www.makler.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |