www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სესხის ოფიცერი/სტაჟირება
მომწოდებელი: კრედიტორი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 29 თებერვალი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედიტორი" აცხადებს 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას სესხის ოფიცრის პოზიციაზე, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

პირობები:

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი;
** გრაფიკი: ორშაბათი პარასკევი 10.00 დან 18.00 მდე, შაბათი 10.00 დან 14.00 მდე;
** სტაჟირების კურსი მოიცავს ბიზნეს ანალიზის შესწავლას, შესაბამისი პროგრამის
ათვისებას, სტაჟირება დაგეხმარებათ ასევე პრაქტიკული უნარ/ჩვევების შეძენა განვითარებაში
** პროგრამის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, სტაჟიორები დასაქმდებიან ორგანიზაციაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი საბანკო საფინანსო, ეკონომიკური განხრით;
** მათემატიკური, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტის მოზიდვა;
** კლიენტის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა;
** სესხის პროექტის შედგენა და საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა;
** სესხის გაცემისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება/რეგისტრაცია;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხსა და განვითარებაზე ზრუნვა;
** საკრედიტო პორტფელის ყოველთვიური (კვარტალური, წლიური) გეგმიური მაჩვენებლების შესრულების მართვა;
** ხელმძღვანელობასთან, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, შუამდგომლობების წარდგენა.
** კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება.

პიროვნული უნარები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@creditor.ge და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება ხდება ვაკანსიის ვადის ამოწურვამდეც!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |