www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ელიტა ბურჯი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 29 თებერვალი

სამშენებლო კომპანია "ელიტა ბურჯი", რომელიც 1998 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს საქართველოს ბაზარზე და ასევე აქვს მშენებლობისათვის საჭირო მასალების წარმოება, აცხადებს კონკურსს ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება;
** უცხოური შესყიდვების აღრიცხვა;
** კრედიტორების კონტროლი;
** ძირითადი შაშუალებების აღრიცხვა;
** სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების მიღების, ჩამოწერის ოპერაციები
** ხელფასების დარიცხვა; შესაბამისი ანგარიშების კონტროლი; ყოველთვიური დეკლარაციების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** სალაროსა და ბანკის ოპერაციების ასახვა პროგრამაში;
** ყველა სხვა სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა და ბუღალტრულ პროგრამაში ასახვის უნარი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა რელევანტური დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან ტექნიკურ დისციპლინებში;
** ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება არა ნაკლებ 2 წლისა
** წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ERP აღრიცხვის სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად:
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
** ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა
** ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ფლობა სავალდებულოა

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული; პუნქტუალური
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება
** მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული

კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო პროექტებში ჩართვის და განვითარების შესაძლებლობას.

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზუმე შემდეგ მისამართზე: jobs@elitaburji.com; გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |