www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის მიმღები
მომწოდებელი: ჯი-თი მოტორსი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 11 მარტი

შპს "ჯი-თი მოტორს" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მიმღების / ავტომობილის მიმღების პოზიციაზე.

კომპანია "ჯი-თი მოტორს"-ი წარმოადგენს საავტომობილო ბრენდების - Land Rover, Ford, Suzuki, Jaguar ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული (დასვენების დღე კვირა).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი და დროული მომსახურება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** მომხმარებლისთვის სერვისის საჭირო დროის დადგენა, ფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა;
** მომხმარებლის პროგრამულ სისტემაში (DMS) დარეგისტრირება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** მიღებული ავტომობილის გაფორმებისას მისი წინასწარი დათვალიერება (საჭიროების შემთხვევაში ტესტ-დრაივზე გასვლა) და შესაბამის დოკუმენტში ყველა სავალდებულო ველის სრულყოფილად შევსება სამუშაოების დაწყებამდე;
** მომხმარებლის ვიზიტების დაგეგმვა და მოსამზადებელი სამუშაოების წარმართვა;
** სერვისის სამუშაოების შესრულების დროის და ხარისხის კონტროლი;
** სერვისის სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და მომხმარებლის ინფორმირება;
** სერვისის სამუშოებისას გამოვლენილი დამატებითი სამუშაოების საჭიროების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
** მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების შესაბამისი თანხის გადახდის კონტროლი;
** მომხმარებლის ინფორმირება შემდგომი სერვისის მომსახურებების საჭიროების შესახებ;
** სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაციის ეფექტური და სწრაფი წარმოება;
** ნაწილების და აქსესუარების ლოჯისტიკური პროცესების ზედამხედველობა;
** კომპანიაში მიმდინარე აქციების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
** გაწეული მომსახურეობის მუდმივი ანალიზი და მონიტორინგი;
** სერვისთან მუდმივი კომუნიკაცია, მომხმარებელთა ოპტიმალური მიღების დაგეგმვის მიზნით;
** სატენდერო/კომპანიის ავტომობილის მომსახურებისას, მათი ინდივიდუალური ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მომსახურება;
** სერვისის მძღოლების შესრულებული სამუშაოების ხარისხის და ვადების კონტროლი;

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
** რუსული და/ან სხვა ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა;
** ავტომობილის საერთო მოწყობილობის კარგად ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა სავალდებულოა;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დაგეგმვის და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით მისამართზე vacancy@gtmotors.ge და საგნის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |