www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექიმი ადმინისტრატორი
მომწოდებელი: მრჩეველი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 11 მარტი

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი" ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში. "მრჩეველი" პირველი ქართული ლაბორატორიაა, რომელმაც ანალიზების გაგზავნა დაიწყო ევროპაში. "მრჩეველი" ჩართულია ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში და გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას. (http://www.mrcheveli.com)

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი-ადმინისტრატორის (რეგისტრატორი) პოზიციაზე.

მოვალეობები:

** პაციენტების მიღება-რეგისტრაცია
** სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმართვა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება; (სავალდებულოა)
** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, Outlook…) ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** სხარტი აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: maka@mrcheveli.com არა უგვიანეს 11 მარტისა. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია.

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |