www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ავერსი ფარმა
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 25 თებერვალი

შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს მებაღის ვაკანსიას.

ძირითადი მოვალეობანი:

** ტერიტორიის მწვანე ზოლის სისუფთავის უზრუნველყოფა
** მწვანე ნარგავების მოვლა (დარგვა, გამარგვლა, გასხვლა, მორწყვა).
** გაზონის და ნარგავების გაკრეჭა დადგენილი პერიოდულობით (სეზონის მიხედვით)
** რეკომენდაციების შემუშავება ბაღის შემდგომი ესთეტიური მხარის გაუმჯობესებისთვის

მოთხოვნები:

** მებაღედ მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა,
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა,
** აკურატულობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები: ფოტოსურათი 3X4 1ც და პირადობის მოწმობის ასლი 11.00 - 15.00 საათამდე მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16; ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575); 291 02 38

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |