www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტრის დამხმარე
მომწოდებელი: Georgia Insight
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 11 მარტი

"Georgia Insight" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის თანამდებობაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული გატარების შესრულება და მონიტორინგი;
** ელექტრონულ პორტალზე სასაქონლო ზედნადებების, ანგარიშ ფაქტურების მონიტორინგი, სასაქონლო ნაშთების კონტროლი;
** საბანკო ოპერაციების ასახვა და გადარიცხვების განხორციელება;
** ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში(ორის ბუღალტერია) ჟურნალური გატარებების შესრულება;
** ყოველდღიური საბუთების და შედარების აქტების წარმოება;
** ყოველდღიური cash flow-ს კონტროლი.
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროგრამა "ORIS"-ის ცოდნა;
** პროგრამა "FINA"-ის ცოდნა - სასურველია
** ბუღალტრად ან სალაროში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა - MS Excel-ის სრულყოფილი ცოდნა;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარი.

პიროვნული უნარები:

** მოტივირებულობა
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა.

რას გთავაზობთ:

** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს ახალგაზრდა, ღია და დინამიურ გუნდში
** სამუშაო ადგილს ქალაქის ცენტრში
** შემდგომი განვითარების პერსპექტივას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ:

** სამოტივაციო წერილი (მაქს. ერთი გვერდი)
** CV ფოტოს გარეშე

შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mako@georgia-insight.eu და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |