www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფლებოტომისტი
მომწოდებელი: მრჩეველი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 11 მარტი

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი" ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში. "მრჩეველი" გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას (http://www.mrcheveli.com)

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ფლებოტომისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 სამუშაო საათი)

მოვალეობები:

** ვენიდან სისხლის აღება;
** კაპილარული სისხლის აღება;
** აღებული მასალის დამუშავება;
** სხვა ბიოლოგიური მასალის აღება და დამუშავება
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმართვა.

მოთხოვნები:

** შესაბამისი სამედიცინო განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისურისა და რუსულის ენების სასაუბრო დონეზე ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა, თავაზიანობა და ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;
** სწრაფი ათვისების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება შეთანხმებით.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: Maka@mrcheveli.com ; გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |