www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი ანიმაციური ვიდეო რგოლის მომზადებაზე
მომწოდებელი: SABUKO
თანდართული ფაილი: 57914_animation_9417946.zip
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 11 მარტი

"საბუკო" - საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის დაარსდა 2008 წელს და მას შემდეგ მუშაობს გადაშენების პირას მყოფი ფრინველების პოპულაციების შენარჩუნებასა და გაძლიერებაზე, ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ადგილობრივების ცნობიერების ამაღლებასა და ახალი სპეციალისტების მომზადებაზეა ორიენტირებული.
2019 წლის პირველი იანვრიდან საბუკო ახორციელებს მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის პროექტს, რომელიც Cambridge Conservation Initiative-ის მხარდაჭერით ლანდშაფტის აღდგენის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში საბუკოს, Birdlife International-ისა და დაცული ტერიტორიების თანამშრომლობით ხორციელდება.

საბუკო დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან დადებული მემორანდუმის ფარგლებში აცხადებს ღია ტიპის ტენდერს შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: საგანმანათლებლო ანიმაციური ვიდეო რგოლების მომზადება როტაციული ძოვების გაცნობის მიზნით.

წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტია საგანმანათლებლო ანიმაციური ვიდეო რგოლების მომზადება როტაციული ძოვების გაცნობის მიზნით. ანიმაციური ვიდეო რგოლის გადასაღებად საჭიროა შემდეგი სამუშაოების ჩატარება: სცენარისა და ნარატივის, სიუჟეტის ხაზის შემუშავება. აღნიშნულის საფუძველზე მოხდება შესაბამისი ანიმაციური ვიდეორგოლის დამუშავება. შემუშავებულ ანიმაციურ ვიდეორგოლს ექნება ფართო მოხმარების დანიშნულება და ასევე, გამოყენებული იქნება მედიის სხვადასხვა არხებში, მათ შორის, სოციალურ ქსელში.

ანიმაციური ვიდეო რგოლის მთავრი მიზანია, ხაზი გაუსვას და გამოკვეთოს როტაციული ძოვება. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დანართი 2-ის სახით.

საბუკო ტენდერში გამარჯვებულთან გააფორმებს ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც შეისყიდის მოთხოვნილი ანიმაციური ვიდეო რგოლის შემუშავების მომსახურებას და ანგარიშსწორებას განახორციელებს მიღება-ჩაბარების საფუძველზე.

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მომსახურების მიღების შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში.

დეტალური ინფორმაცია ტენდერზე იხილეთ დანართში.

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ: office@sabuko.ge ან aleksandre.mikeladze@sabuko.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |