www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომპიუტერული გრაფიკის კურსები
მომწოდებელი: ინტელექტ ცენტრი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

"ინტელექტ ცენტრი" აცხადებს მსმენელთა მიღებას კომპიუტერული გრაფიკის შემსწავლელ სასერტიფიკატო კურსებზე: სამგანზომილებიანი გრაფიკა და ანიმაცია - 3Ds Max, ფოტოშოპი - Adobe Photoshop, ილუსტრატორი - Adobe Illustrator, ინდიზაინი - Adobe InDesign, ქორელი - Corel Draw, ვიდეომონტაჟი - Adobe Premiere Pro.

პროგრამები შეისწავლება პროფესიონალურ დონეზე! სალექციო კურსები შემუშავებულია ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალი, Adobe-ს სერტიფიცირებული პრაქტიკოსი გრაფიკოს-დიზაინერების მიერ, თანამედროვე მეთოდებზე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით!

განსაკუთრებული პირობა! ტრენინგ-კურსის მონაწილეებს გადაეცემათ ყოველი ლექციის შემდეგ ლექციის მსვლელობისას ჩაწერილი ვიდეო გაკვეთილები, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ ახალი მიწოდებული მასალის შესწავლაში და დავალებების შესრულებაში!

ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ "ინტელექტ ცენტრის" მოსწავლეების ნამუშევრები გრაფიკაში: https://www.facebook.com/media/set/?set=a.553779974727773.1073741831.550181635087607&type=3

3D studio Max- სამგანზომილებიანი გრაფიკა და ანიმაცია: მოდელირება, ვიზუალიზაცია, რენდერი:V-RayRender, რთული მოდელირება, ანიმაცია!

I დონე - მოდელირება:

** 3Ds Max პროგრამის ინტერფეისი, ობიექტების შექმნა, ზომის ერთეულების განსაზღვრა, მასშტაბირება. ობიექტების კლონირება, დაჯგუფება, მიბმა და გათანაბრება. კოორდინატების სისტემა, ობიექტების მონიშვნა და ცენტრის განსაზღვრა. პოლიგონებით მოდელირება EditablePoly: Extrude (გამოწევა). Outline (გარეკონტური). Insert (ჩასმა). Attach (გამთლიანება). Detach(გამოყოფა). Bevel.Insertvertex (წერტილის დამატება). Weld (შეერთება). Connect (შეერთება). Sliceplane (სიბრტყით გაჭრა). Cut(ამოჭრა). QuickSlice. Chamfer (დაქანება). Bridge (ხიდი). Cap (გადახურვა). რთული ობიექტების შექმნა. დეფორმირების მოდიფიკატორები: Bend (მოღუნვა). Displace (გადაადგილება). Mirror (სარკე). Noise. (ხმაური). Push (გამოგდება). Relax (მოდუნება). Ripple (ტალღოვანება). Shell (ქერქი). Skew (გადახრა). Stretch (გაჭიმვა). Taper(წაწვრილება).Wave (ტალღა). Twist (დაგრეხა). Spherify (სფეროსებული). Squeeze (გამოწურვა). მობრუნების ზედაპირების შექმნა Lathe. Splines. ხაზობრივი მოდელირება. ხაზობრივი პრიმიტივები.
** ავეჯის, ინტერიერისა და ექსტერიერის მოდელირება. მასალების რედაქტორი- ფანჯარა MaterialEditor. სტანდარტული ტიპის მატერიალები.მატერიალების შექმნა. ძირითადი და დამატებითი პარამეტრები. მოდიფიკატორი UVWMap. ტექსტურის გასწორება gizmo. სცენის განათება. სინათლის წყაროს სცენაზე განთავსების წესები. სინათლის დამოკიდებულება და ჩრდილები.

კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია, ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ.
ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1სთ. ჯგუფში: 1.30წთ.
კურსის ღირებულება ინდივიდუალურად: 350 ლარი. 2-3 კაციან ჯგუფში: 330 ლარი.

II დონე - ვიზუალიზაცია, რენდერი - VRayRender:

ვიზუალიზაციის შიდა ალგორითმი Vray პარამეტრების მართვა, სწრაფი და ხარისხიანი ვიზუალიზაციის პარამეტრების დაყენებას, გარემოს არეკვლა HDRI პარამეტრების ცვლილება. Vray მასალების შექმნა: მინა, კერამიკა, ნიკელი, სარკე, ხე, ლითონი, ფილა, აგური. რთული Vray ტექსტურების შემოტანა და პარამეტრების დაყენება. ვიზუალიზაცია IndirectIllumination. Irradiancemap. V-rayFrameBuffer პარამეტრების მართვა. განათების და ჩრდილის პარამეტრები VRaylight, VRayShadows, გლობალური განათება, სფეროსებური, ბრტყელი, სტანდარტული, მზის განათება VRaySun.
VRayIES პარამეტრების დაყენება.VrayPhysicalCamera კამერის პარამეტრების დაყენება. კამერის ანიმაცია. გარემოს და კამერის ერთმანეთთან შეთავსება. რენდერი.

კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია, ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ.
ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1სთ. ჯგუფში: 1.30წთ.
კურსის ღირებულება ინდივიდუალურად: 350 ლარი. 2-3 კაციან ჯგუფში: 330 ლარი.

III დონე - რთული მოდელირება:

** VrayProxy რთული ობიექტების, მცენარეების შემოტანა. Vraymesh. VRayFur ხალიჩის და თმის შექმნა. ნაჭრის შექმნა Cloth მოდიფიკატორის დახმარებით. ObjectProperties. რთული ობიექტების მოდელირება. SoftSelection, PaintDeformation, ObjectPaint, Freeform, GraphiteModelingTools. მოდიფიკატორი UnwrapUVW დეტალური განხილვა. ტექსტურის გაშლა, პარამეტრების მათვა, Photoshop-ში გადატანადა ტექსტურის გასწორება. ტექსტურების გაშლის დამხმარე პროგრამის Unfold3D-ს დაყენება.
** 3d Max-იდან OBJ ფაილების ექსპორტირება და ტექსტუტის გაშლის მარივი მეთოდების განხილვა (ნებისმიერი რთული ობიექტის ან ადამიანისპერსონაჟის ტექსტურის შექმნა და გადაკვრა).

კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია, ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ.
ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1სთ. ჯგუფში: 1.30წთ.
კურსის ღირებულება ინდივიდუალურად: 400 ლარი. 2-3 კაციან ჯგუფში: 380 ლარი.

IV დონე - ანიმაცია:

ფანჯარა VideoPost. ობიექტის გამონათების ფილტრები Glow, Highlight. კამერასთან მუშაობა. სცენის ვიზუალიზაცია. ობიექტების თანდათანობით გაბუნდოვნება DepthofFieldParameters, MotionBlurParameters. იერარხია და კინემატიკა. წყლის, ცეცხლის, აფეთქების და სხვა ბუნებრივი მოვლენების ეფექტების შექმნა. MassFx, PhysXToolbar პარამეტრების განხილვა. ფიზიკა და დინამიკა. ნაწილაკები ParticleFlow. Bipedპარამეტრების მართვა, მოძრაობა, ანიმირება. CATObjects პარამეტრების მართვა, მოძრაობა. ანიმაციის საფუძვლები. დროის კონფიგურაცია და ინტერვალების დაყენება. ანიმაციის კონტროლიორები. ანიმაციის შექმნა და ვიდეო მონტაჟი. მოდიფიკატორი Morpher ობიექტების გარდასახვა. პერსონაჟისმიმიკები და არტიკულაცია. მუსიკის ან ხმის დადება ანიმაციაზე, ProSound ფანჯრის პარამეტრები, მუსიკის მოჭრა, ანიმაციის რიტმის გასწორება. KeyFilters მართვა. ანიმაციის ვიზუალიზაცია, ვიდეოს სახით შენახვა.

კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია, ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ.
ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1სთ. ჯგუფში: 1.30წთ.
ღირებულება ინდივიდუალურად: 400 ლარი. 2-3 კაციან ჯგუფში: 380 ლარი.

ფოტოშოპი - Adobe Photoshop:

სასწავლო კურსის მიზანია მსმენელმა შეისწავლოს რასტრული (Adobe Photoshop) გრაფიკული რედაქტორის მუშაობის პრინციპები: ობიექტების შექმნა, დამუშავება, ტექსტთან მუშაობა, მისი სტილიზაციის მეთოდები, გამოსახულების დამუშავების პრინციპები: აღდგენა, კორექცია, დეფექტებისა, ცდომილებების მოშორება, კონტრასტების და ტონირების რედაქტირება, გრაფიკული რედაქტორების ძირითადი ელემენტების: შრეების, არხების, ნიღბების, ფილტრების დანიშნულება და მათი მუშაობის პრინციპები. გიფ-ანიმაციები.

კურსდამთავრებული შეძლებს: ბუკლეტების, ფლაერების, პლაკატების, სავიზიტო ბარათების, სხვა პოლიგრაფიული ნამუშევრების დიზაინის შემუშავებასა და ბეჭდვისათვის მომზადებას რასტრული (Adobe Photoshop) გრაფიკული რედაქტორის საშუალებით.

კურსის ხანგრძლივობა - 12 ლექცია. ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ
ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1 სთ. ჯგუფში:1.30წთ.
კურსის ღირებულება: ინდივიდუალურად: 300 ლარი. 2-3 კაციან ჯგუფში: 280 ლარი - ერთი მსმენელისთვის.

ილუსტრატორი - Adobe Illustrator:

ა. პროგრამა Adobe Illustrator-ის ინტერფეისის გაცნობა:

** ინსტრუმენტების მთავარი პანელის და მენიუს ზოლის განხილვა,
** დოკუმენტის შექმნა და შენახვა. Artboards-თან მუშაობა,

ბ. ვექტორული ობიექტების შექმნა:

** ობიექტების შრეებთან მუშაობა. შრეების შეერთება,
** ობიექტის ტრანსფორმირება.

გ. სამუშაო ინსტრუმენტები და მათი პარამეტრები:

** Eraser, Scissors, Knife, Rectangle, Pen Tool (კალამი),
** Line Segment, Brush (ფუნჯი), Blob Brush.

დ. ობიექტებზე ოპერირება Pathfinder პალიტრის განხილვა, ფიგურების განთავსება, Align პალიტრის განხილვა.
ე. ტექსტთან მუშაობა. კონტურების პარამეტრები,
ვ. ფიგურების გადადინება Blend Tool,
ზ. ფორმების ცვლილება Reshape ინსტრუმენტით,
თ. გრადიენტის, ნიღბების და ეფექტების გამოყენება.
ი. 3D ფიგურების შექმნა (Revolve).
კ. სიმბოლოების ბიბლიოთეკა და მათი დამატება.
კ. ფერთა რეჟიმები CMYK და RGB.
მ. დოკუმენტის ექსპორტირება Adobe Photoshop-ში და InDesign-ში.
ნ. ფაილის დასაბეჭდად მომზადება.
ო. დოკუმენტის შენახვა .PDF და .EPS ფორმატში.

კურსის ხანგრძლივობა - 12 ლექცია. ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ
ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1 სთ. ჯგუფში: 1.30წთ.
კურსის ღირებულება: ინდივიდუალურად: 350 ლარი. 2-3 კაციან ჯგუფში: 330 ლარი - ერთი მსმენელისთვის.

3. ინდიზაინი - Adobe InDesign:

კურსის შინაარსი:

** ინდიზაინის შესავალი სახე; ახალი დოკუმენტის შექმნა;
** პუბლიკაციის მაკეტის ორგანიზება; სიმბოლოების და აბზაცების ფორმატირება;
** ტექსტთან მუშაობის რეჟიმები;
** სტანდარტული ფიგურების და კონტურის შექმნა; ობიექტების და ტექსტის განლაგება და მათი ტრანსფორმაციის რეჟიმები; გრაფიკული ფაილების ფორმატები; გვერდი ოსტატი (Master); ეფექტები; სტილებთან მუშაობა; ცხრილების შექმნა; დაკავშირებული ფაილები; მრავალგვერდიანი პუბლიკაციების ელემენტები; ფერის გამოსახულების მართვა; დოკუმენტის დასაბეჭდად მომზადება.

კურსის ხანგრძლივობა -12 ლექცია. ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ
ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1 სთ. ჯგუფში: 1.30წთ.
კურსის ღირებულება: ინდივიდუალურად: 400 ლარი. 2-3 კაციან ჯგუფში: 380 ლარი - ერთი მსმენელისთვის.

4. ქორელი - Corel DRAW X6/ X7:

სასწავლო კუსის მიზანია მსმენელები სრულყოფილად დაეუფლონ ვექტორულ ობიექტებთან მუშაობის სპეციფიკას, შეძლონ ობიექტების შექმნა, ტრანსფორმირება და დამუშავება, ტექსტთან მუშაობა და მისი სტილიზაციის მეთოდები; გრაფიკული რედაქტორების ძირითადი ელემენტების: შრეების, არხების, ნიღბებისა და ფილტრების დანიშნულება და მათი მუშაობის პრინციპები; ბუკლეტების, ფლაერების, პლაკატების, სარეკლამო ბანერების, სავიზიტო ბარათების, სხვა პოლიგრაფიული ნამუშევრების დიზაინის შემუშავება და ბეჭდვისათვის მომზადება.

კურსის ხანგრძლივობა - 12 ლექცია. ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ
ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1 სთ. ჯგუფში:1.30წთ.
კურსის ღირებულება: ინდივიდუალურად 350 ლარი. 2-3 კაციან ჯგუფში: 280 ლარი - ერთი მსმენელისთვის

5. ვიდეომონტაჟი - Adobe Premiere Pro:

სასწავლო კურსის შინაარსი:

Adobe Premiere Pro - სამუშაო სივრცის განხილვა: ინტერფეისის ძირითადი ელემენტები და მართვა; პროგრამის მენიუს პუნქტებისა და ინსტრუმენტების პანელი. პროექტის ფანჯარა PROJECT; ბრძანებათა მენიუ WINDOW; კომპოზიციის ფანჯარა MONITOR; დროის შკალის ფანჯარა TIMELINE; ახალი პროექტის პარამეტრების შექმნა; ვიდეო და აუდიო მასალის იმპორტირება; სამონტაჟო არეში მასალის განთავსება და მოწყობა; კლიპის ხანგრძლივობის და სიჩქარის შეცვლა; კლიპის საკვანძო ადგილებთან მუშაობა; კლიპების ურთიერთგადასვლის ეფექტები; სტოპ კადრი. შენალებული კადრი, აჩქარებული კადრი, შემოტრიალებული კადრი; კლიპების რედაქტირება; ვიდეო რგოლზე ეფექტების დამატება; სპეცეფექტების კლასიფიკაცია; სპეცეფექტების დამატება; EFFECT CONTROL ის ფანჯარაში დინამიკურ ეფექტებთან მუშაობა; გამჭვირვალე ეფექტის შექმნა; გადასვლის ეფექტებთან მუშაობა; ფერების სწრაფი კორექცია; ნიღბების შექმნა და მართვა; აუდიო მონტაჟი; აუდიო მიქსერი; ხმისა და ვიდეო კლიპის განცალკევება; ხმის ჩაწერა და რეგულირება; ხმის ეფექტები. ტიტრების შექმნა TITLE DESINGER ფანჯრის პარამეტრები; ტიტრების შაბლონების გამოყენება. მორბენალი ტიტრების შექმნა; ტიტრების სტილების შექმნა და შენახვა; ფილმების ექსპროტი; ფილმის ცალკეული ელემენტების ექსპორტი; ფილმის მონტაჟი ტიტრების, აუდიო და ვიდეო ეფექტების გამოყენებით.

კურსდამთავრებული შეძლებს: Adobe Premiere Pro - პროგრამის გამოყენებით: ციფრული ტექნოლოგიებით გადაღებული ვიდეო-მასალის მონტაჟს, არჩეული კადრების რედაქტირებას, ეფექტებით ფილტრაციას, აუდიო ბილიკების რეგულირებას, ტონალობების ზედაპირულ შესწორებას, გასუფთავებას, ხმის, გამოსახულების სინქრონიზაციას; გახმოვანებას და მხატვრულ გაფორმებას ეფექტების გამოყენებით.

კურსის ხანგრძლივობა - 12 ლექცია; ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ
ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1სთ. ჯგუფში 1.30წთ.
ღირებულება: ინდივიდუალურად - 400 ლარი, 2-3 კაციან ჯგუფში 380 ლარი

აღნიშნული ტრენინგ-კურსების დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) შესაბამისი დონის სერტიფიკატი!

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გავუწევთ რეკომენდაციას დამსაქმებელთან. მოგეხსენებათ, ინტელექტ ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ, თუ უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. შესაბამისად, ინტელექტ ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციებისგან სტაჟიორის ან კადრის მოთხოვნისთანავე მოხდება ჩვენი კურსდამთავრებულების მონაცემების გაგზავნა.

გაითვალისწინეთ: "ინტელექტ ცენტრი" 20 წლის სასწავლო ცენტრია. ჩვენი კურსდამთავრებულები არიან, როგორც ფიზიკური პირები, ისე ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციის კადრები!

ბმულზე იხილეთ "ინტელექტ ცენტრის" მიერ მომზადებული ორგანიზაციები: http://intelc.ge/IntellectCenter/index.php?cat_id=44&lang=geo

"ინტელექტ ცენტრში" ყველა პირობაა შექმნილი თქვენთვის ხარისხიანი ცოდნის მისაღებად.
თქვენ ნამდვილად გაქვთ საფუძველი, რომ ენდოთ ჩვენს 20 წლიან გამოცდილებას!

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:

შპს "ინტელექტ ცენტრი"
მის.: დავით აღმაშენებლის გამზ. 154, ბიზნეს ცენტრი "მწვანე ოფისი", მე-3 სართული, ოფისი 01
ტელ: 595 050154, 593 614552 - სასწავლო ცენტრის ადმინისტრაცია
ელ-ფოსტა: infointelc@gmail.com
Facebook: http://www.facebook.com/pages/ინტელექტ-ცენტრი/550181635087607?fref=ts
ვებ გვერდი: http://www.intelc.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |