www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: UI/UX დიზაინერი
მომწოდებელი: ორიენტ ლოჯიკი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 21 თებერვალი

შპს "Orient Logic" აცხადებს ვაკანსიას UI/UX დიზაინერის თანამდებობაზე.

შპს "Orient Logic" ქართული ბრენდია. კომპანია 24 წლის წინ, 1995 წელს დაარსდა და მას მერე მომხმარებელს უწევს გარანტირებულად მაღალი ხარისხის მომსახურებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. კომპანია B2B მოდელზეა ორიენტირებული და ორგანიზაციებს მაღალი ხარისხის IT-გადაწყვეტილებებით უზრუნველყოფს.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, გოძიაშვილის 71
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00

მოცემული ვაკანტური პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

** ამოცანის ანალიზის საფუძველზე Web და Mobile აპლიკაციების დიზაინის შემუშავება;
** შემუშავებული დიზაინის ატვირთვა პროგრამისტების მიერ მომდევნო გამოყენებისთვის;
** შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის შემოწმება UI/UX ნაწილში;
** SCRUM პროცესში ჩართულობა;
** UI/UX Guideline-ების შემუშავება;

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავსი მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამების ფლობა (Adobe XD, Adobe Photoshop, Adobe Illustrator);
** Zeplin-თან მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური, კრეატიული და ლოგიკური აზროვნება;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@ol.ge 2020 წლის 21 თებერვლის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "UI/UX დიზაინერი".

შპს "ორიენტ ლოჯიკში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შ.პ.ს "ორიენტ ლოჯიკი "-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |