www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილისი-ენერჯი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 3 მარტი

შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს კონკურსს უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა და კომპანიაში დასანერგი შესაბამისი წესების შემუშავებაში მონაწილეობა;
** საფრთხეების იდენტიფიცირებასა და რისკების განსაზღვრაში მონაწილეობა;
** შრომის პირობების ინსპექტირება;
** შეუსაბამობების აღრიცხვა/რეპორტირება;
** ინციდენტების/უბედური შემთხვევების შესახებ ხელმძღვანელობის ინფორმირება და გამომწვევი მიზეზების შესწავლაში მონაწილეობის მიღება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტირებული პროგრამის სერტიფიკატი

დამატებითი მოთხოვნები:

** ინგლისური ან რუსული ენები;
** MS Office Excel - მომხმარებლის დონეზე;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)

სხვა მოთხოვნები:

სასურველია:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ფლობდეს პირად ავტომობილს;

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

** რეზიუმე ქართულ ენაზე (CV)
** პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა
** გასაუბრება
** გამოსაცდელი პერიოდი (3 თვე)

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას
** მეგობრულ გარემოს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას

სამუშაო რეჟიმი: სრული
ანაზღაურება: 1425 ლარი (დარიცხული)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ ელ- ფოსტაზე: vacancies@te.ge (ელ - ფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 03 მარტი.

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით https://www.te.ge

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |