www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოპედის მძღოლი/კურიერი
მომწოდებელი: ჯორჯიან ექსპრესი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

შპს "ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას მოპედის მძღოლი/კურიერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 800 ლარი
ბონუსი: გამომუშავების მიხედვით;

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-18:00;
** შაბათი 09:30-14:00

ძირითადი მოვალეობები:

** საკურიერო მომსახურების გაწევა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის;
** საფოსტო გზავნილების ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** მართვის მოწმობა - A კატეგორია (კანდიდატმა უნდა იცოდეს მოტოციკლის მართვა);
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობა;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: khatuna.lezhava@dhl.ge და გთხოვთ ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოპედის მძღოლი/კურიერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |