www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: SmartPharm
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

ფარმაცევტული კომპანია "Smartpharm" აცხადებს საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის ვაკანსიას.

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტების მოძიება, შესყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება;
** ლოჯისტიკასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;
** ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების ორგანიზება;
** ფარმაცევტული პროდუქტების საწყობებში არსებული მარაგების და ნაშთების კონტროლი;
** საიმპორტო ფარმაცევტული პროდუქციის საქართველოს ბაზარზე დაშვებულ პროდუქტებთან შესაბამისობის კონტროლი და დაშვების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.
** შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; სასურველია ფარმაცევტული ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა -განსაკუთრებით MS Excel;
** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა; ორგანიზებულობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობა.

ანაზღაურებაზე შეთანხმება ხდება ინდივიდუალურად კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლებს კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2020 წლის 5 მარტამდე შემდეგ მისამართზე: hr@smartpharm.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |