www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერ-კალკულატორი
მომწოდებელი: Khedi Hotel By GINZA Project
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

ახალი დიზაინ-ოტელი "ხედი", რომლის გახსნაც იგეგმება 2020 წლის გაზაფხულზე, აცხადებს ვაკანსიას სასტუმრო მეურნეობის სამსახურის სუპერვაიზერის თანამდებობაზე.

კონცეფციას მართავს საერთაშორისო მმართველი კომპანია GinzaProject, რომლის აქტივშია 150-ზე მეტი პროექტი მთელს მსოფლიოში. სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 60 ნომერი, პანორამული რესტორანი სასტუმროს ზედა სართულზე, საკონფერენციო დარბაზი და ღონისძიებების დარბაზი, ფიტნეს კლუბი და სპა.

ჩვენს გუნდში სამუშაოდ ვიწვევთ ენერგიულ, კრეატიულ და კეთილგანწყობილ თანამშრომლებს, რომელთაც სურთ განვითარება და კარიერული ზრდა სტუმარმასპინძლობის სფეროში.

მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი.
სრული დასაქმება, სრული დღე.

მოვალეობები:

** საკუთარი წარმოების კერძებსა და სასმელებზე საკალკულაციო და ტექნოლოგიური ბარათების გამოანგარიშება.
** ბარათების კორექტირება შესყიდვის ფასების ცვლილების, კერძებისა და სასმელების რეცეპტურების და მომზადების ტექნოლოგიების ცვლილების საფუძველზე.
** მონაწილეობა საკუთარი წარმოების კერძებსა და სასმელების შემუშავებაში.
** საკალკულაციო და ტექნოლოგიური ბარათების რეგისტრაცია დადგენილი ფორმით.
** საწარმოში საქონლის მიწოდების პირველადი დოკუმენტაციის მიღება და გაფორმების სისწორის კონტროლი.
** რეალიზებული პროდუქციის აღრიცხვა.
** მონაწილეობა ძირითადი საშუალებების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერაში.
** აღწერის შედეგების გაფორმება.
** გაყიდული პროდუქციის რეალიზაციის ყოველდღიური ჩამოწერის განხორციელება.
** პროდუქტების ყოველდღიური ჩამოწერის განხორციელება.
** კერძების თვითღირებულების და გაყიდვების ანგარიშის შედგენა.
** საწარმოო აღრიცხვის სრული დოკუმენტბრუნვის გაფორმება.
** ძირითადი საშუალებების და სასაქონლო -მატერიალური ფასეულობების შესახებ წლიური ანგარიშების წარდგენა.
​​
მოთხოვნები:

** განათლება - საშუალო - სპეციალური ან უმაღლესი, სპეციალობით "ბუღალტერი".
** განათლება სპეციალობით "ბუღალტერ - კალკულატორი", "საზოგადოებრივი კვების ტექნოლოგია" წარმოადგენს უპირატესობას.

რესტორანში ან სასტუმროში ბუღალტერ-კალკულატორის თანამდებობაზე.

** მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე.
** პროგრამების R-Keeper, StoreHouse და რესტორნების აღრიცხვის სხვა პროგრამების ცოდნა წარმოადგენს უპირატესობას.
** პერსონალური კომპიუტერის ცოდნა მომხმარებლის დონეზე.
** აკურატულობა, ყურადღებიანობა, მომთხოვნელობა.

პირობები:

** ოფიციალური დასაქმება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად;
** მუშაობის გრაფიკი 5/2;
** სტაბილური ხელფასი;
** შეღავათიანი კვება;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
** ხელფასი - გასაუბრების შედეგების მიხედვით.

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე სურათთან ერთად ფოსტაზე: hr.khedi@ginzaproject.ru და გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მხოლოდ კვალიფიცირებულმა კანდიდატებმა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |