www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 29 თებერვალი

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის შემოსავლების, ხარჯების, ფულადი სახსრებისა და საკრედიტო რესურსების აღრიცხვის სამსახურის ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** შინაგანაწესის დაცვა და თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების ხარისხიანი და ოპერატიული შესრულება;
** პროგრამა FMG SOFT-ში ბუღალტრული გატარების შესრულება;
** პროგრამა FMG SOFT-ში საბანკო ანგარიშების ნაშთების კონტროლი;
** ყოველდღიური საბუთების და შედარების აქტების წარმოება;
** კომპანიის თანამშრომელთა სახელფასო ანგარიშსწორების უწყისების მომზადება;
** ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** დებიტორების და კრედიტორების ანგარიშების კონტროლი;
** ინტერნეტ-ბანკთან ყოველდღიური მუშაობა და საბანკო გადახდების განხორციელება;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამა FMG SOFT-ში;
** კომპანიის სახელზე არსებული ძირითადი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და მარაგების პროგრამული აღრიცხვა;
** დოკუმენტბრუნვის პროგრამაში კორესპონდენციის კონტროლი და პასუხის გაცემა;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დავალებით სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი, სასურველია ფინანსისტის/ეკონომისტის სპეციალობით;
** სასურველია ბუღალტრულ სფეროში მუშაობის 3 წლის სტაჟი;
** საბუღალტრო პროგრამის FMG-ის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ACCA-ს პირველი დონის სერტიფიკატი.
** სამართლებრივი აქტების ცოდნა: სასურველია "საქართველოს საგადასახადო კოდექსის" ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად:

1 - შემოსული რეზიუმეების გადარჩევა;
2 - გასაუბრება;
3 - ტესტირება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge მიმდინარე წლის 29 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |