www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ERP/1C სისტემების სპეციალისტი/სტაჟიორი
მომწოდებელი: აი ნოუ
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 11 მარტი

კომპანია "აი ნოუ" აცხადებს ვაკანსიას ანაზღაურებად ERP/1C სისტემების სპეციალისტის/სტაჟიორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. 7
პირობები:

სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, 09:00 - 18:00, ორშაბათი - პარასკევი
ხანგრძლივობა - 3 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადგილზე შესწავლით:

** კლიენტებისგან შემოსული ზარების მიღება
** ERP-ის და სხვა მართვის ავტომატიზებული სისტემების (1C) ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ საკონსულტაციო/სადიაგნოსტიკო მომსახურების გაწევა
** SQL ბრძანებების აწყობა და ბიზნეს პროცესებზე მორგება
** მიღებული მომართვების შესახებ ანგარიშგების წარდგენა
** პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიკაციის შესახებ ინფორმაციის მიღება/დამუშავება
** პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიკაციის ფუნქციონალის ტესტირება

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან გამოყენებითი მათემატიკის განხრით
** სასურველია ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
** სასურველია SQL ბრძანებების საბაზისო ცოდნა
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ERP/1C-ის ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის პროგრამულ უზრუნველყოფაში
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტიზაციის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** საქმის ადგილზე შესწავლას, ტრენინგებისა და განვითარების პროგრამებს
** კარიერულ ზრდას
** გამოცდილი პროფესიონალების გუნდს

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: info@iknow.ge და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ ERP -ის სპეციალისტი/სტაჟიორი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 11.03.2020.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |