www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტანტი
მომწოდებელი: გაზკონსტრაქტი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

შპს "გაზკონსტრაქტი" აცხადებს ვაკანსიას პროექტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტების მართვის ჯგუფისგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და დავალების ფორმირება;
** ობიექტზე ვიზიტი, შემოსული დავალების იდენტიფიკაციისა და დამკვეთის დავალებების დაზუსტების მიზნით;
** ესკიზური ნახაზის შედგენა.
** პროექტის დავალებების შესაბამისად ტექნიკური დამუშავება;
** პროექტირება, ნახაზების, სპეციფიკაციისა და მოცულობების შემუშავება;
** პროექტის შესრულების პერიოდში პროექტების მართვის ჯგუფის კონსულტირება, საჭიროების/მოთხოვნის შემთხვევაში ობიექტზე ვიზიტი მისი კორექტირების მიზნით;
** შესრულებული პროექტების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** პროგრამები: MS Office, AutoCAD, MS Visio.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** მართვის მოწმობა
** ტექნიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები და პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის ქ. 76 (ესკიზური ნახაზების აღება: ქ. დუშეთი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00;
ანაზღაურება: დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: eka_taboridze@mail.ru და ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

საკონტაქტო ნომერი: 555 313353 - ირაკლი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |