www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრომოუტერი
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

სადისტრიბუციო და მარკეტინგული კომპანია "BMS" ქართულ ბაზარზე 2002 წლიდან არსებობს და არის ოცდაათზე მეტი ევროპული და ამერიკული პრემიუმ ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. მის ბრენდებს შორისაა: Frosch, Vileda, Basso, Caffarel, Wilkinson Sword, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა.

კომპანია ეძებს პრომოუტერს ხანგრძლივი თანამშრომლობის პერსპექტივით, პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის გაყიდვის და მომხმარებელთან კომუნიკაციის მიზნით.

მოთხოვნები:

** პროდუქტის პრეზენტაციის კარგი უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** ენერგიულობა
** პასუხისმგებლიანობა
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

მოვალეობები:

** პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა
** პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა მომხმარებელთან კომუნიკაციისას
** პროდუქციის მიყიდვა მომხმარებლისთვის სავაჭრო ობიექტიდან
** დახლზე პროდუქციის სწორად განთავსება
** განთავსებული პროდუქციის ვიზუალის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 7 სამუშაო საათი (აქედან 1 საათი შესვენება), კვირაში 6 დღე. დასვენების დღე - ორშაბათი.
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან
** სამუშაო ადგილი: თბილისი, BMS-ის პარტნიორი სავაჭრო ობიექტები, დიდი სუპერმარკეტები.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით მისამართზე: s.chaduneli@bms.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის ზუსტი დასახელება - "პრომოუტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |