www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

მაღაზიათა ქსელი "ზღაპარი" ამ ეტაპზე 24 ფილიალს აერთიანებს. იგი გამოირჩევა უკონკურენტოდ დაბალი ფასების პოლიტიკით და სტაბილური განვითარებით ქართულ ბაზარზე.

შემოგვიერთდით, ჩვენ კატეგორიის მენეჯერს ვეძებთ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა.
** ბაზრის კვლევა და კონკურენტების ფასების ცოდნა.
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოებაში მონაწილეობის მიღება და მიღწეული შეთანხმების კონტროლი.
** მაღაზიებში ბრენდის წარმოდგენის კონტროლი, შეთანხმებული პირობების დასაცავად.
** ანალიზის საფუძველზე პროდუქციის აქციების დაგეგმვა.
** დაქვემდებარებული კატეგორიის პროდუქციის შესყიდვების, და მარაგების კონტროლი.
** გასაყიდი ფასისა და მარჟის კონტროლი.
** კონკურენტული ფასის შენარჩუნებაზე ზრუნვა საკუთარ კატეგორიაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: პროდუქციის გაყიდვების მიმართულებით არანაკლებ 2 წელი.
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ფლობა.
** უცხო ენების ცოდნა: რუსული და ინგლისური გამართული წერისა და კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული უნარ ჩვევები:

** გამართული ვერბალური და წერითი აზროვნების უნარი.
** პრეზენტაბელურობა.
** ანალიტიკური და სწრაფი აზროვნების უნარი.
** გუნდურობა.
** დროის მართვის უნარი.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ვაზისუბანი, შანდორ პეტეფის #39
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-19:00
** ანაზღაურება: ურთიერთშეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@zgapari.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "კატეგორიის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |