www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: იდენტობა იუს
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

"იდენტობა იუს" ("Identoba Youth") "ILGA EUROPE"-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს- "Mainstreaming of the LGBTQI issues through raising awareness and advocacy work in the region", 2020 წლის იანვრიდან. პროექტი მიზნად ისახავს ალტერნატიული და კრიტიკული ცოდნებით აღჭურვის გზით ლგბტქი თემის გაძლიერებას და მათ სამოქალაქო თუ პოლიტიკური გააქტიურების ხელშეწყობას.

სამართლებრივი სერვისი გულისხმობს სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით უფლებების დარღვევისა და დისკრიმინაციის, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით უფასო იურიდიული დახმარების/სტრატეგიული სამართალწარმოების უზრუნველყოფას ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის საქმეებზე.

ორგანიზაციას ესაჭიროება იურისტი ქუთაისში (იურისტი იმუშავებს "იდენტობა იუს"-ის ქუთაისის ოფისში).

სამუშაო დატვირთვა: 30%.
თვიური ანაზღაურება: 657 ლარი (საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით)

იურისტის მოვალეობები:

** ლგბტქი ადამიანებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** პროექტის ბენეფიციარებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება;
** ბენეფიციართა უფლებების დაცვა და მათი ინტერესების წარმოდგენა ადმინისტრაციულ ორგანოების, სასამართლოებისა და საგამოძიებო ორგანოების წინაშე;
** სტრატეგიული სამართალწარმოება და სარჩელის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** საბოლოო ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, რომელშიც წლის განმავლობაში ჩატარებულ სამუშაოზე დაყრდნობით, აწარმოებს სამართლებრივი გარემოს ანალიზს.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი იურიდიული განათლება
** ადვოკატის სტატუსი (უნდა იყოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ან ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა)
** პროფესიით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** უმცირესობების საკითხებისა და ლგბტქი თემის მიმართ მგრძნობელობა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

სააპლიკაციო დოკუმენტები:

** უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი საბუთი
** რეზიუმე (CV)
** სამოტივაციო წერილი.

დაინტერესებულმა პირებმა საბუთები უნდა გამოაგზავნონ მისამართზე: youthidentoba@gmail.com

საბუთების გამოგზავნისას, ელექტრონული ფოსტის საგნის გრაფაში, გთხოვთ, მიუთითოთ "იურისტი - ქუთაისი".

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2020 წლის 28 თებერვალი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |