www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: PR, პოპულარიზაციის პროექტების სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 26 თებერვალი

სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს საზოგადოებასთან ურთიერთობის, პოპულარიზაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების სასწავლო და საკვალიფიკაციო პროექტების სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

თანამდებობრივი სარგო: 1000 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:

** სამსახურის საქმიანობის მიმართულების განსაზღვრა;
** სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების ინიცირება, შემუშავება, მეთოდური უზრუნველყოფა (ცენტრის კოლექციებსა და სამეცნიერო რესურსებზე დაყრდნობით);
** საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო, სასწავლო, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებთან, მუზეუმებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა სასწავლო-სამეცნიერო პროგრამების განხორციელებით;
** ცენტრის სასწავლო-სასერტიფიკატო კურსების პროექტების შემუშავება;
** სასწავლო მეთოდური რესურსების მომზადება პროექტების განხორციელებისთვის;
** სეზონური სასწავლო-სამეცნიერო სკოლების პროექტების შექმნა და განხორციელება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული/სოციალური მეცნიერებები -მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** სამუშაო გამოცდილება: სამეცნიერო/საგანმანათლებლო ორგანიზაციებში მუშაობის მინიმუმ 5 წლის გამოცდილება.

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია:

** ორი უცხო ენის ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში და ტრენინგებში მონაწილეობა;
** სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
** ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა;
** ადმინისტრირების და კომუნიკაციის უნარი.

საბუთების მიღება იწარმოებს 11 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: თბილისი მერაბ ალექსიძის ქ N1/3, საქმისწარმოების სამსახურში 12.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე, ან მისამართზე: info@manuscript.ac.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |