www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფიზიკური პირების მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: ევროინს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე ფიზიკური პირების მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** დაზღვეულების პირისპირ და სატელეფონო მომსახურება;
** საცალო სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება მომხმარებლისათვის;
** დაზღვევისათვის საჭირო დოკუმენტაციაზე მუშაობა.
** სადაზღვევო პოლისების გამოწერა და ადმინისტრირება;
** არსებული კლიენტებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზება;
** კლიენტებზე გაცემული პოლისების განახლება;
** პარტნიორ საბანკო და საფინანსო კომპანიებთან ურთიერთობა;
** კომპანიის მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა;
** სამსახურში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა;
** ყოველთვიური და კვარტალური შედეგების ანგარიშების მომზადება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** სრული ან არასრული (IV კურსი) უმაღლესი განათლება (უპირატესია ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან სადაზღვევო მიმართულება);
** სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** სასურველია მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციური უნარები;
** მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ​არაკონფლიქტურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება ფიზიკური პირების მომსახურების მენეჯერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |