www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასერტიფიკატო პროგრამა - სასტუმროს საქმის მენეჯმენტი
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 2 მარტი

კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი გთავაზობთ სასერტიფიკატო პროგრამას: სასტუმროს საქმის მენეჯმენტი.

პროგრამის მიზანია მსმენელებს მისცეს სასტუმროს მართვისა და ოპერირებისათვის საჭირო სპეციფიური ცოდნა და შესძინოს ამ მიმართულებით საჭირო უნარ-ჩვევები. პროგრამის მსველობისას განხილული იქნება სასტუმროს მუშაობის სპეციფიკა ბაზარზე არსებული ტენდენციების გათვალისწინებით.

პროგრამის შესწავლის შედეგად მსმენელები შეძლებენ განავითარონ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი, რათა უკეთ შეძლონ სამუშაოს დაგეგმვა, სტრატეგიის შემუშავება, პრობლემების გადაჭრა და დასახული ამოცანების შესრულება.

მოდული #1. სასტუმროს მიღება-განთავსების და დაჯავშნის ოპერირება, სტუმართა უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ტრენერი: გიორგი ყურაშვილი - სასტუმრო ბილთმორ თბილისის მიღება-განთავსების მენეჯერი.
ხანგრძლივობა: 18 საათი (6 შეხვედრა)

მოდული #2 დასუფთავების სამსახური (Housekeeping):

სასტუმროში დასუფთავების დეპარტამენტის სტრუქტურა და ფუნქციები. დასუფთავების სამსახურის ოპერირების პროცესი.

ტრენერი: ოქსანა ხოდინ - კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის მოწვეული ტრენერი.
ხანგრძლივობა: 12 საათი (4 შეხვედრა)

მოდული #3. ადამიანური რესურსების მართვის ზოგადი კურსი - ფინალური გასვლითი ლექცია სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში:

ტრენერი: ხათუნა ტუღუში - HR დირექტორის მოადგილე, "აჭარა ჯგუფი" (ჰოლიდეი ინი თბილისი, რუმსი ყაზბეგი, რუმსი თბილისი, ფაბრიკა ჰოსტელი)
ხანგრძლივობა: 18 საათი (6 შეხვედრა)

მოდული #4. "ქართული ბრენდის სასტუმროს, განვითარების პერსპექტივა":

ტრენერი: ქეთევან ალიმბარაშვილი - კომპანია "ლივინგსტონის" შვილობილი კომპანიის "არეალის" სასტუმროების მართვის პროგრამის, ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ხანგრძლივობა: 6 საათი (2 შეხვედრა)

მოდული #5. ღონისძიებათა მენეჯმენტი:

დამკვეთის მოთხოვნის გაანალიზება, ღონისძიების დაგეგმვა, ბიუჯეტის და შეთავაზების გაკეთება, ღონისძიების საოპერაციო ნაწილის მართვა.
ტრენერი: ნინო პატარიძე - ღონისძიებების დირექტორი, "აჭარა ჯგუფი" (ჰოლიდეი ინი თბილისი, რუმსი ყაზბეგი, რუმსი თბილისი, ფაბრიკა ჰოსტელი)
ხანგრძლივობა: 3 საათი (1 შეხვედრა)

მოდული #6. ონლაინ გაყიდვები:

ხანგრძლივობა: 3 საათი (1 შეხვედრა)

მოდული #7. კვებისა და სასმელების მენეჯმენტი:

მოდულის თემატიკა:
ტრენერი: ილია საგანელიძე
ხანგრძლივობა: 9 საათი (3 შეხვედრა)

მოდული #8. "რატომ არის კორპორატიული კლიენტი ყველაზე ღირებული სასტუმროსთვის":

ტრენერი: ვიქტორია შარია - კომპანია BeMICE (ბიმაის) დირექტორი/თანადამფუძნებელი
ხანგრძლივობა: 3 საათი (1 შეხვედრა)

განრიგი:

** ხანგრძლივობა: 2 თვე
** დაწყების თარიღი: 2 მარტი
** ტრენინგის დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
** ჩატარების დრო: 19:00-22:00 სთ

კურსის საფასური და რეგისტრაცია:

ღირებულება: 1, 450 ლარი
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია

ტრენინგის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს, მის დაწყებამდე მინიმუმ 5 დღით ადრე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

თამარ გოგალაძე
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 555503350
ტელ.: 2377777 (433)
e-mail.: tgogaladze@cu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |