www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დარბაზის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 25 თებერვალი

მაღაზიათა ქსელი "ზღაპარი" გამოირჩევა მომსახურეობის მაღალი ხარისხით, მოტივირებული, შრომისმოყვარე, მეგობრული გუნდით, რომელსაც ქმნიან პროფესიონალი კადრები.

სულ მალე ჩვენს ქსელს ახალი ფილიალი დიდ დიღომში შემოემატება, სადაც გვაქვს აქტიური ვაკანსია დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო განაკვეთი: ცვლები, 08:00-17:00 და 15:00-24:00
ღამის ცვლის დასრულების შემდგომ საცხოვრებლამდე მიყვანას კომპანია უზრუნველყოფს.
დასვენების დღე: კვირაში ერთი დღე (ურთიერთშეთანხმებით).

გამოცდილება?? არ არის აუცილებელი, მთავარია სწავლა გინდოდეთ, მზად ვართ გასწავლოთ და სწავლების ეტაპიც აგინაზღაუროთ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის ფასდადება და ფასმაჩვენებლების კონტროლი.
** დარბაზში არსებული პროდუქციის განლაგების სისწორის კონტროლი.
** პროდუქციის ინვენტარიზაცია.
** სააქციო პროდუქციის დარბაზში წარმოდგენა.
** თანამშრომლების მერ შესრულებული საქმიანობის კონტროლი მენეჯერის არყოფნის პერიოდში.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდურობა.
** სწრაფი აზროვნება.
** გამართული მეტყველება.
** თავაზიანობა.
** მოტივირებულობა.

ვაკანტური პოზიციის მთავარი მიზანი: მომსახურეობით კმაყოფილი მომხმარებლის გასტუმრება სავაჭრო დარბაზიდან!

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ ავტობიოგრაფია (სივი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zgapari.ge არაუგვიანეს 2020 წლის 25 თებერვლისა და
მიუთითეთ პოზიციის დასახელება (მაგ. "დარბაზის ადმინისტრატორი") და სასურველი სამუშაო ადგილი.

"ზღაპრის" გუნდი გისურვებს წარმატებებს, და გელის შენც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |