www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგიონული კოორდინატორი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / განცხადების ვადა: 3 მარტი

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური კოორდინატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა- თბილისი, სათავო ოფისი, ალტერნატიული პროდუქტების განვითარების დეპარტამენტი

ძირითადი მოვალეობები:

** არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია და მათთან ურთიერთობის განვითარება;
** პოტენციური პარტნიორი კომპანიების ბაზების ორგანიზება და მათი საკონტაქტო ინფორმაციების მოძიება;
** ლოიალობის პროგრამის ფარგლებში ან მის პარალელურად სხვა საბანკო პროდუქტებზე კონსულტაციების გაწევა;
** კომპანიებთან საპარტნიორო ხელშეკრულების მომზადება / გაფორმება და მათთან სრულყოფილი თანამშრომლობისთვის საჭირო ყველა პროცესის კურირება;
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და მის დახვეწის გზებზე პერმანენტული ზრუნვა;
** პარტნიორი კომპანიების კმაყოფილებასა და მათთვის შეთავაზებული მომსახურების დროულ მიწოდებაზე ზრუნვა;
** რეგიონში მივლინებები კომპანიებთან შეხვედრების, ან აქტივობების დაგეგმვის მიზნით;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დადგენილი ყოველთვიური გეგმების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საცალო/კორპორატიული გაყიდვების/მომსახურების განხრით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული/საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან პირადი საკონტაქტო პორტფელის ქონა - ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (თავისუფლად კომუნიკაცია, წერა).
** პრეზენტაციების მომზადება და ჩატარება;

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელურობა, სისხარტე და ენერგიულობა;
** პრეზენტაბელურობა;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
** დაგეგმვა და ორგანიზება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და პრინციპულობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.
** დროის ეფექტური მართვა;
** მარტივი ადაპტაციის უნარი;

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განრიგი; 10:00 - დან 19:00 საათამდე;
** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ/ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2020 წლის 3 მარტის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://www.libertybank.ge) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).
კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე http://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |