www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული არხების კოორდინატორი
მომწოდებელი: ევექსის კლინიკები
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / განცხადების ვადა: 22 თებერვალი

ევექსის კლინიკები აცხადებს შერჩევას ციფრული არხების კოორდინატორის პოზიციაზე მარკეტინგის გუნდში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე

რისი გაკეთება მოგიწევს ძირითადად?

** კომპანიის ციფრული არხებისა (სოციალური მედიის გვერდები, ვებსაიტი) და ინტრანეტის მართვა
** კომპანიის ციფრულ არხებზე ფასიანი სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და კონტროლი
** სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციების შემუშავება ინტრანეტისა და სოც. ქსელების მოხმარების გაზრდის მიზნით
** კომპანიის ციფრული არხების რეგულარული ანალიტიკა და ანგარიშის მომზადება
** კომპანიის ვებგვერდის დიზაინის და შინაარსის განახლების შესახებ რეკომენდაციების მომზადება
** კომპანიის ციფრული არხებისთვის კონტენტის შექმნა
** ფოტო და ვიდეო მასალის განთავსება ციფრულ პორტალებზე და არქივის წარმოება
** საჭიროების შემთხვევაში, სარეკლამო სააგენტოებთან თანამშრომლობა ფოტო-ვიდეო კონტენტის შესაქმნელად
** კლინიკურ ნაწილთან მჭიდრო თანამშრომლობა სამედიცინო თემებზე კონტენტის შესაქმნელად
** საძიებო სისტემებში კომპანიის პოზიციის გაუმჯობესებაზე ზრუნვა (SEO)
** დაგეგმილი აქტივობების შესასრულებლად საჭირო ბიუჯეტის განსაზღვრა და შეთანხმება მენეჯმენტთან
** სფეროში არსებული სიახლეების, ტრენდების მონიტორინგი და ქსელში დანერგვის უზრუნველყოფა

როგორი საკვალიფიკაციო მოთხოვნები გვაქვს:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით
** აუცილებელია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სოციალური მედიის მართვის მიმართულებით
** აუცილებელია MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია Adobe Photoshop, Adobe Illustrator ან Adobe Perimiere-ის საბაზისო დონეზე ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული უნარები, რომლებიც ჩვენთან გამოგადგება:

** დეტალებზე ორიენტირებულად მუშაობის უნარი
** რაციონალურ ვადებსა და დროში პროექტებზე მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი
** შემოქმედებითი აზროვნება

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 22 თებერვალი, 2020.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexclinics.ge/ka/vacancy/cifruli-arxebis-koordinatori/260

ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე.

ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე pdp-officer-clinics@evex.ge და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |