www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასაწყობე პროგრამის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ლოჯისტიკური ცენტრი
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / განცხადების ვადა: 13 მარტი

"პალიტრა მედია ჰოლდინგი"-ს წევრი კომპანია "ლოჯისტიკური ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას სასაწყობე პროგრამის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

"პალიტრა მედია ჰოლდინგი"-ს პროფესიონალთა გუნდი 1800 თანამშრომლისგან შედგება, რომელიც 22 წელზე მეტია ქმნის მაღალხარისხიანი პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს ასიათასობით მომხმარებლისთვის. "პალიტრა მედია ჰოლდინგი" აერთიანებს 23 წევრ კომპანიას. ჰოლდინგის ძირითადი მიმართულებებია: განათლება, წარმოება, მედია, წიგნების მაღაზიათა ქსელი, სტამბა და ელ. კომერცია.

მოვალეობები:

** სასაწყობე პროგრამის მართვა;
** სასაწყობე პოფრამაში, ჩვენი საწყობის სპეციპიკიდან გამომდინარე ფუნქციების დამატება;
** საწყობის სტრუქტურის, სასაწყობე პროგრამასთან ინტეგრაცია და კონტროლი;
** საწყობის ბონუსების, პროგრამიდან სხვადასხვა რეპორტების მომზადება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება, 1C, FINA;
** RS.GE-თან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

სამუშაო გრაფიკი: სრული;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილსისი, ქიზიყის #16ბ

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგავნოთ რეზიუმე ელ მისამართზე vacancy@palitra.ge; subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას: გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა. კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |