www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / განცხადების ვადა: 13 მარტი

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" არის წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის Global Benefits Group (GBG) ექსკლუზიური რეგიონული წარმომადგენელი საქართველოში 2017 წლიდან. "Global Benefits Group" ამერიკული საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფია. 37-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია გლობალურ ბაზარზე ოპერირებს, მსოფლიოს 120 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობითი ოფისები და ვაჭრობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე საოპერაციო დეპარტამენტში.

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5
ანაზღაურება შეთანხმებით, დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე.

ფუნქციები:

** პერსონების რეგისტრაცია
** კონტრაქტების რეგისტრაცია
** პოლისების რეგისტრაცია/გაცემა/ცვლილებების ასახვა
** დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი
** პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების სიზუსტეზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office)

უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** სწავლისა და განვითარების სურვილი
** გუნდურობა
** თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დაგაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |