www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავეჯის საწარმოს მენეჯერი
მომწოდებელი: ბ დიზაინი
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / განცხადების ვადა: 13 მარტი

კომპანია "ბ დიზაინი" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის საწარმოს მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ფარსადანის ქ. 10.

მოვალეობები:

** საწარმოო პროცესების დაგეგმვა, მართვა, კონტროლი;
** საწარმოს მართვისთვის, დადგენილი პროცედურების და სამუშაო აღწერილობის შესწავლა და მისით ხელმძღვანელობა;
** შეკვეთების ანალიზი, დახარისხება, გეგმების შედგენა;
** წარმოების ტექნიკური პერსონალის მართვა;
** ავეჯის საწარმოს განვითარების გეგმის შემუშავება და საჭირო ღონისძიებების გატარება;
** საწარმოო პროცესში პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** დამკვეთისთვის შესრულებულ სამუშაოზე პრეტენზიების განხილვა, რისკების გაანალიზება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** ყოველკვირეულად შესრულებული სამუშაოს ანალიზი და რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;
** შესასრულებელი სამუშაოს ხარისხისა და ვადების კონტროლი;
** მანქანა-დანადგარების სწორი, უსაფრთხო და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა/მონიტორინგი.
** მივლინება ბათუმის საწარმოში.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ორგანიზატორული ნიჭი და მენეჯერული უნარ-ჩვევები;
** კომპიუტერული საბაზისო და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრობლემებზე დროული რეაგირებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** სამუშაოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი;
** სხვადასხვა სიტუაციებში გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი.

პირობები:

** გამოსაცდელი პერიოდი: 2 კვირა;
** ანაზღაურება: პირველი თვე 700 ლარი, შემდეგი თვიდან 1200 ლარი.
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში ექვსი დღე, 10:00-დან 19:00 საათამდე
** დასვენების დღე: კვირა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV, აუცილებლად ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cvbdesigne@gmail.com და მიუთითეთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 555 707-200 ან 0322 040-200



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |