www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლ-ოპერატორი
მომწოდებელი: კი კი
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / განცხადების ვადა: 13 მარტი

"კი კი", ნარჩენების გადამუშავების და ეკოლოგიური სერვისის მიმწოდებელი ბიზნესებისთვის, ეძებს მძღოლ/ოპერატორს.

მდებარეობა: ბათუმი, საქართველო
განცხადების ნომერი: 202904-SM

კომპანია "კი კი" ახორციელებს ყოვლისმომცველ მომსახურებას, დაწყებული მაღალი ხარისხის პორტატული ბიო ტუალეტების გაქირავებიდან, დამთავრებული მათი დაყენებით, დასუფთავებით და დეზინფექციით, სამშენებლო უბნებისთვის, კორპორატიული მიზნებისა და ღონისძიებებისთვის.

მძღოლ/ოპერატორის მთავარი მოვალეობაა ბიო ტუალეტების ტრანსპორტირება და დასუფთავება/მომსახურება.

მოვალეობები:

** ბიოტუალეტის ავზის ამოტუმბვა, კერხერით დასუფთავება, ბიოქიმიით და სადეზინფექციო ხსნარებით უზრუნველყოფა
** კომპანიის ავტომობილის მოვლა, უსაფრთხოდ მართვა და მისი გამართულობის უზრუნველყოფა
** კომპანიის მფლობელობაში არსებულ ინვენტარზე სრული პასუხისმგებლობის აღება
** ყოველდღიური ანგარიშგება მენეჯერთან
** მენეჯერის მიერ დასახული სხვა ამოცანების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის ტარების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სამუშაოს შესრულება
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია და რეპორტინგი

ჩვენ გთავაზობთ:

** სამოტივაციო სისტემას: კარგ საბაზო ანაზღაურებას- 800 ლარი თვეში (ხელზე ასაღები) და საბონუსო სისტემას კლიენტის მოყვანის შემთხვევაში.
** ჯანმრთელობის დაზღვევას გამოსაცდელი ვადის შემდეგ (2 თვე),
** კორპორატიულ ნომერს,
** კომპანიის ზრდასთან ერთად განვითარებას და დაწინაურებას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: kiki@kiki.ge

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს შემდგომი გასაუბრებისათვის. შერჩეული კანდიდატი მზად უნდა იყოს თბილისში ჩამოსასვლელად, რათა გაიაროს 5 დღიანი ტრეინინგი.

გაიგეთ უფრო მეტი ჩვენს შესახებ http://www.kiki.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |